ქეა საერთაშორისო კავკასიაში


                                                       გუნდი

 

 


 

გიორგი ღლონტი

მისიის დირექტორი


გიორგი ღლონტს ჰუმანიტარული დახმარებისა და განვითარების სფეროში მუშაობის 18 წლიანი გამოცდილება აქვს. ამჟამად ის ქეა საერთაშორისო კავკსიის მისიის დირექტორია. მისი კომპეტენციის სფეროებს წარმოადგენს პროგრამების დაგეგმვა და ადმინისტრირება, მონიტორინგისა და შეფასების სისტემების შექმნა და განხორციელება, ადამიანური და ფინანსური რესურსების მართვა. გარდა ამისა, მას გააჩნია სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების, სოფლის მეურნეობის განვითარების, ექსტენციის და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის მნიშვნელოვანი გამოცდილება.


ენები: ქართული, ინგლისური

George.Glonti@care.org


 



ხათუნა მადურაშვილი
შესაძლებლობების განვითარების მენეჯერი

 

ხათუნა მადურაშვილმა ქეა საერთაშორისო კავკასიაში მუშაობა 2011 წელს დაიწყო. ის პასუხისმგებელია გენდერული კომპონენტის დანერგვაზე მთელი რიგი მიმართულებებით, რაც მოიცავს საველე კვლევებს სოფლის მოსახლეობას შორის და კანონმდებლობის ანალიზს. ის ასევე უზრუნველყოფს იდეების მაძიებლების რეკრუტირებასა და მენეჯმენტს და ხელს უწყობს იდეების მოპოვების სისტემის გამართვას და ეფექტურ ფუნქციონირებას. მას ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის და პროექტების მართვის 18 წლიანი გამოცდილება გააჩნია.


ენები: ქართული, ინგლისური, რუსული

Khatuna.Madurashvili@care.org

 

 

 

ხერარდ დე ბური

კომუნიკაციებისა და რესურსების განვითარების მენეჯერი


ხერარდი ქეას 2015 წლის გაზაფხულზე შემოუერთდა და პასუხისმგებელია კომუნიკაციის, მარკეტინგისა და რესურსების განვითარებაზე. იგი დაინტერესებულია სოციალური მეწარმეობის, სიღარიბესთან ბრძოლის, სამხრეთ კავკასიაში არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური საკითხებით და განვითარების ინოვაციური გზების მოძიებით. ხერარდს აქვს სამხრეთ კავკასიაში ადგილობრივ არასამთავრობო სექტორთან, სამთავრობო ინსტიტუტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში ექსპერტად მუშაობის დიდი გამოცდილება. ხერარდს მოპოვებული აქვს ლეიდენის უნიევრსიტეტის მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ორგანიზაციებში, უსაფრთხოებასა და უვნებლობაში, ასევე ბაკალავრის ხარისხი ამსტერდამის უნივერსიტეტიდან საჯარო ადმინისტრირებაში-გადაწყვეტილების მიღების პროცესში რისკების მართვის სპეციალობით.


ენები: ინგლისური, ჰოლანდიური

Gerad.deBoer@care.org

 


 

ლიკა გოგიავა

ადამიანური რესურსების კოორდინატორი


ლიკა გოგიავა ქეა საერთაშორისოს კავკასიაში 2010 წელს შემოუერთდა. ის ხელმძღვანელობს და კოორდინირებას უწევს ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებულ პროცედურებს. მას ადამიანური რესურსების მართვის ათწლიანი გამოცდილება გააჩნია. მის მოვალეობებში შედის სტრატეგიის შემუშავება და მართვა, პერსონალის დაქირავება, შესრულებული სამუშაოს მენეჯმენტი, თანამშრომელთა ტრეინინგი და მათი უნარების განვითარება, შესრულებული სამუშაოს შეფასება და სხვა. ის ასევე უზრუნველყოფს თითოეული თანამშრომლის ქეას მისიის, ხედვისა და ბიზნეს მოდელის მიხედვით მოქმედებას.

ლიკა გოგიავა ფლობს მაგისტრის ხარისხს საჯარო მმართველობაში. მას საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის დიდი გამოცდილება და მრავალმხრივი სისტემების, უნარებისა და ფართო სამუშაო კომპეტენციების ცოდნა გააჩნია.


ენა: ქართული, რუსული, ინგლისური, ფრანგული.

Lika.Gogiava@care.org

 

 


მზია ჩიჩუა


მთავარი ბუღალტერი


მზია ჩიჩუა ქეას 2014 წლის სექტემბერში შემოუერთდა. როგორც მთავარი ბუღალტერი/ფინანსური სუპერვაიზერი, იგი საქართველოს ოფისის ყოველდღიური ფინანსური ოპერაციების განხორციელებას ხელმძღვანელობს. მზია პასუხისმგებელია კომპანიის ყველა პროექტის წარმოადგენლის, პარტნიორის და თანამშრომლისთვის ხარისხიანი ფინანსური სერვისის მიწოდებაზე, კავკასიაში ქეას ფინანსური ოპერაციების მონიტორინგსა და ანგარიშგებაზე. მზია ვალდებულია უზრუნველყოს ორგანიზაციის ფინანსური ოპერაციების ქეას მიერ დანერგილ პროცედურებთან, ასევე ადგილობრივ ფინანსურ კანონმდებლობასთან და დონორ ორგანიზაციების მოთხოვნებთან შესაბამისობა.


მზია ჩიჩუას გააჩნია სხვადასხვა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსურ განყოფილებაში მუშაობის 20 წლიანი სამუშაო გამოცდილება.

 


ენები: ქართული, ინგლისური, რუსული

Mzia.Chichua@care.org

 

 

 


 

 ჯუბა მარუაშვილი

პროექტის მენეჯერი


ჯუბა მარუაშვილი ქეა საერთაოშორისო კავკასიაში 2014 წლიდან მუშაობს. ის გახლავთ სოფლის თანამონაწილეობითი განვითარების პროექტის მენეჯერი. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის ფარგლებში და ხორციელდება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.

ჯუბა მარუაშვილი გასულ წლებში აქტიურად მუშაობდა სხვადასხვა სამოქალაქო ორგანიზაციაში. მისი ინტერესის სფეროებს წარმოადგენს: რეგიონული განვითარება, ღია მმართველობა, სოფლის მეურნეობის განვითარება, ინვესტიციები, კონფლიქტის მოგვარების ეკონომიკური ასპექტების კვლევა და ა.შ.
ის ასევე გახლავთ კომპანია "გლობალ ინვესტ ჯორჯიას დამფუძვნებელი" და აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა საინვესტიციო პროექტებში. ის ფასილიტაციას უწევს სამთავრობო სტრუქტურებსა და სხვადასხვა საინვესტიციო კომპანიებს შორის კომუნიკაციას.


ბოლო წლებში ჯუბა მარუაშვილი გახლდათ საქართველოს პარლამენტში ბიზნესისა და ეკონომის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი და აქტიურად მუშაობდა ბიზნესის კანონმდებლობის გაუმჯობესების მიმართულებით. ჯუბა მარუაშვილი ასევე აქტიურად თანამშრომლობდა სამოქალაქო განვითარების სააგენტოსთან "სიდა" და მართავდა დევნილთა პრობლემების დაძლევის კუთხით მიმდინარე პროექტებს, ასევე მისი მხარდაჭერით ჩამოყალიბდა სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი (R-CSN), რომელიც ქვეყნის მასშტაბით ორმოცზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს.
ის ასევე გახლავთ საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისათვის გამგეობის წევრი.

ჯუბა მარუაშვილი ფლობს პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხს. ასევე, გახლავთ ევროპის საბჭოს, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის კურსდამთავრებული.
დაჯილდოებულია ღირსების მედლით, საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის საქმეში გაწეული ეფექტური მუშაობისათვის.

 

ენები: ქართული, ინგლისური, რუსული

Juba.Maruashvili@care.org


 

 

 

თეონა მაქაცარია

პროექტის მენეჯერი


თეონა მაქაცარია ქეა საერთაშორისო კავკასიაში 2016 წლიდან მუშაობს. ამჟამად ის კურირებს პროექტს „საქართველოში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებისთვის დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა". თეონა პასუხისმგებელია პროექტის დაგეგმავაზე და პროექტის ყველა ასპექტის განხორციელებაზე (პროგრამული, ადმინისტრაცული, ფინანსური და ა .შ).
მას ისეთ სფეროებში მუშაობის გამოცდილება გააჩნია, როგორიცაა ადმინისტრაცია, მენეჯმენტი, რაოდენობრივი და თვისობრივი კვლევა.


თეონამ 2006 წელს დაამთავრა ამერიკული ჰუმანიტარული უნივერსიტეტის, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა. ხოლო 2013 წლს ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამა.


ენები: ქართული, ინგლისური, ესპანური

Teona.Makatsaria@care.org

 


თუ გაქვთ რაიმე კითხვა ქეა საერთაშორისო კავკასიის საქმიანობასთან დაკავშირებით ან გსურთ გაიგოთ მეტი სოციალურ უსამართლობასა თუ სიღარიბეზე, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ თქვენს დასახმარებლად.