სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა (ENPARD საქართველო)-სოფლის თანამონაწილეობითი განვითარება საქართველოში
26/12/2016 0 ნახვა

 

 

 

 

 

 

 

 

 

                                                      

 

                                        

 

 

 

დონორი: ევროკომისია; ავსტრიის განვითარების სააგენტო                                                                          

 

პარტნიორები: Fundación ETEA para el Desarrollo y la Cooperación

 

ხანგრძლივობა: ივნისი 2015-ოქტომბერი 2017

 

სფეროები: სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა, ტურიზმი

 

გეოგრაფიული არეალი: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი

 

სამოქმედო ჯგუფი: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა

 

მიზანი: პროგრამის ზოგადი მიზანია ხელი შეუწყოს სიღარიბის შემცირებას, დასაქმების შესაძლებლობებისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას საქართველოს სოფლებში. კონკრეტულად, პროექტი მიზნად ისახავს შესაბამისი გარემოს შექმნას მდგრადი, სიღარიბესთან მებრძოლი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.

 

პროგრამა პასუხობს ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების გაძლიერებით და  ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის საშუალებით, გარემოს და გენდერის საკითხების გათავლისწინებით. ეს წაახალისებს ინოვაციური სოფლის მეურნეობისა და სხვა ინიციატივების განხორციელებას.

 

სოფლის თანამონაწილეობითი განვითარების პროგრამა არის ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურენობის განვითარების სამეზობლო პროგრამის ნაწილი. პროგრამის მიზანია დასაქმებისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება საქართველოს რეგიონებში. პროექტი ეფუძნება ევროპულ ”ლიდერ” (LEADER) მოდელს, რომელიც გულისხმობს ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას თავიანთი ტერიტორიული არეალის განვითარებაში.

 

სტრატეგია

 

  • ინფორმაციული და უნარების განვითარება და ადგილობრივი მხარეების მობილიზება ადგილობრივი განვითარების ჯგუფის შესაქმნელად;
  • ადგილობრივი განვითარების ჯგუფის  (ლაგის) მიერ ტერიტორიული რესურსების მონაწილეობითი ანალიზი, კონსულტაციები ადგილობრივი მოთხოვნილებების და საერთო ტერიტორიული ხედვის შესახებ ადგილობრივი განვითარების გეგმის შესაქმნელად;
  • უნარების განვითარება და რესურსების მობილიზება ადგილობრივი ინიციატივების განსახორციელებლად;
  • გამოცდილების გაზიარება, კოოპერატივების ინიციატივები, ადვოკატირება ლიდერის მდიგომაზე დაყრდნობით;

 

პროექტის ყველა ეტაპი ხორციელდება გარემოს ბუნებრივი რესურსების დაცვის, გენდერული თანასწორობის და ინკლუზიურობის, ასევე ადვოკატირებისა და მდგრადობის მექნიზმების ჩამოყალიბების გათვალსიწინებით.

 

 


ადგილობრივი განვითარების ჯგუფი და LEADER მიდგომა

 

პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი არის მისი განხორციელება ლიდერ (LEADER) მიდგომაზე დაყრდნობით. ეს მეთოდი განვითარებულია ევროკავშირში და დაფუძნებულია იდეაზე, რომ ადგილობრივი განვითარების სტრატეგიები უფრო ეფექტურად ხორციელდება ადგილობრივ დონეზე ადგილობრივი აქტორების მიერ. პროექტი ლიდერ (LEADER) მიდგომის განხორციელებას ლაგოდეხის განვითარების ჯგუფის დაარსების საშუალებით ახდენს.

 

ლაგი შედგება საჯარო, კერძო და სამოქალაქო საზოგადოებრივი სექტორის 100 წარმომადგენლისგან. ის მოქმედებს, როგორც ასოციაციის მსგავსი ორგანიზაცია გენერალური ასამბლეით, დემოკრატიულად არჩეული დირექტორების საბჭოთი და კანონით განსაზღვრული რეგულაციური ჩარჩოთი. ქეა ეხმარება ლაგს ადგილობრივი განვითარების გეგმის შემუშავებაში ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციებზე დაყრდნობით და ადგილობრივი აქტორების და მოთხოვნილებების ჩართვით, რათა მოხდეს ტერიტორიის კონკურენტუნარიანი უპირატესობის განვითარება. ადგილობრივი ინიციატივები შეირჩევა საჯარო განაცხადის საშუალებით წინაწარ შერჩეული კრიტერიუმების მიხედვით რომელიც ადგილობრივი განვითარების სტრატეგიას ეყრდნობა.

 

 

 

ფართო და ინოვაციური ჩარჩო


 

პროექტი ხელს უწყობს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ინტეგრირებული მიდგომის განვითარებას, რომელიც ითვალსიწინებს არამარტო დასაქმებისა და შემოსავლის შექმნის შესაძლებლობებს, არამედ ისეთ ფაქტორებს როგორებიცაა თემის ურთიერთობები და განვითარება, ადამიანური განვითარება, ბუნებრივი რესურსების დაცვა, კულტურული თანამშრომლობა, სამოქალაქო ჩართულობა და ა.შ. ადგილობრივი განვითარების გეგმა აერთიანებს სოფლის მეურნეობის, არასოფლის მეურნეობითი ბიზნეს სექტორის, გარემოს და სხვა არაეკონომიკურ (სოციალურ, კულტურულ) აქტივობებს.

 

ინოვაცია, დამატებითი ღირებულების შექმნა, სხვადასხვა სექტორების ინტეგრაცია, ქალებისა და ახალგაზრდების ჩართულობა, გარემოზე ზემოქმედება და მდგრადობა განვითარების საზომი ძირითადი კრიტერიუმებია. გენდერული თანასწორობა და გარემოს დაცვა კი პროექტში განსაკუთრებით წახალისებულია.

 

სოფლის თანამონაწილეობითი პროგრამა მოგვცემს განვითარებულ და მდგრად გარემოს რეგიონალურ და მთელი ქვეყნის დონეზე ლაგოდეხის ლაგსა და სხვა ლაგებს, დონორებს, რეგიონულ და ეროვნულ მმართველობებთან გამოცდილების გაზიარების გზით.